გუდაურში ხელოვნური გათოვლიანებისთვის ახალ რეზერვუარში წყლის შევსება დაიწყო

24/07/2020

წყალმომარაგების კომპანიამ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ახალ რეზერვუარში წყლის შევსება დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს გუდაურის
ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ. ჯამურად პროექტს 14 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან, წყალმომარაგების კომპანიის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0