2017 სასწავლო წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ ფილიალი გაიხსნება. სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დათვალიერა. საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“-ს წარმომადგენლების თქმით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე და სასწავლო კორპუსის განახლების გარდა დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციაც.პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8-თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება.
Visited 197 times, 1 visit(s) today