ლელა ჩიქოვანი დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები იყო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განათლების კუთხით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში. გენერალ-მაიორი უინკლერი დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება, ის აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს.

Visited 261 times, 1 visit(s) today