ტყიბულში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად გაეცნო.
325 407 ლარის ფარგლებში სულ შვიდი ეზოს მოწყობაა განსაზღვრული. აქედან უკვე დასრულდა თაბუკაშვილის ქუჩის № 14-16, თაბუკაშვილის ქუჩის №38-ის , გამსახურდიას ქუჩა №34-ის, გამსახურდიას ქუჩა №36-ის კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია.
ახლო მომავალში დაიწყება თბილისის ქუჩა №4-ს, რუსთაველის ქუჩა №23-ს, ახობაძის ქუჩა №1-5 კორპუსებისა და გელათის ქუჩის (ქორეოგრაფიული სტუდიის მიმდებარედ) შიდა ეზოების რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი” ახორციელებს.
მრავალბინიან კორპუსის შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
გამგებელი მრავალბინიან კორპუსებში რეაბილიტირებული ლიფტების გამართულობითაც დაინტერესდა და მათი ფუნქციონირება პირადად შეამოწმა.
თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში შემდეგი მრავალბინიანი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა: ტყვარჩელის ქუჩა №26, თაბუკაშვილის ქუჩა №38-ის III-ე სადარბაზო, თბილისი ქუჩა №4-ის I და IV-ე სადარბაზო, თაბუკაშვილის ქუჩა №14-ის II-ე სადარბაზო, ახობაძის ქუჩა №1-ის II და III-ე სადარბაზო.
135 900 ლარის ღირებულების სამუშაოები შ.პ.ს. “ტექ სერვისი+”-მა აწარმოა.