ქუთაისში ტრადიციულად ალილო მოეწყო

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ტრადიციულად ალილო მოეწყო. შობის მახარობლები ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქრისტეშობის საზეიმო მსვლელობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. შობის მახარობლები ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავენ. შეგროვილ სურსათ–სანოვაგეს კი დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.

Visited 183 times, 1 visit(s) today