შოთა რეხვიაშვილმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, დეტალურად განიხილეს მხარეში საბაზისო, საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, მოწყობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. შეხვედრის ფარგლებში, შეფასდა სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპები და ყურადღება გამახვილდა პროცესის ეფექტურად და შესაბამის ვადებში განხორციელების აუცილებლობაზე.

Visited 65 times, 1 visit(s) today