ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე გარე განათების ქსელის მოწყობა დაიწყო. პროექტის მიხედვით ნინოშვილის ქუჩაზე მოეწყობა დიოდური განათების ქსელი, ძველი სანათები კი ახალი თანამედროვე ტიპის სანათებით შეიცვლება. ამავდროულად, განათდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა ხიდი.
☑ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 88 888 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ დაათვალიერა.
Visited 201 times, 1 visit(s) today