ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხცისიდან სოფელ კრისხევამდე გზის მოასფალტების პროექტი, დასასრულს უახლოვდება

დასასრულს უახლოვდება ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხცისიდან სოფელ კრისხევამდე გზის მოასფალტების პროექტი.
მიმდინარე სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე აკვირდებოდნენ. პროექტი 2150 გრძივი მეტრი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს და მისი ჯამური ღირებულება 827 606 ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 88 times, 1 visit(s) today