ახალდაბის საჯარო სკოლის შენობაში სრული ელექტრო რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

07/09/2017

დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის შენობაში სრული ელექტრო რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სკოლაში არსებული ელ. სისტემა 1992-93 წლებში მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან, მას შემდეგ კი ელექტოენერგიის შეყვანა სკოლის მხოლოდ 3 კაბინეტში მოხერხდა.
„ფაქტიურად 2 ათეულ წელზე მეტია სკოლას არ აქვს ელექტოენერგია, რაც რიგ პრობლემებს უქმნის სასწავლო პროცესს. ადგილობრივი რესურსებით, ჩვენ გადავწყვიტეთ მოვახდინოთ არსებული ამორტიზებული ქსელის დემონტაჟი და სკოლის სამივე სართულზე გავიყვანოთ ელექტოგადამცემი ხაზები“- აღნიშნავს გამგებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, სკოლები მუნიციპალიტეტს არ ექვემდებარება, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს აქტიურად ჩაერთოს სკოლების რეაბილიტაციის პროექტებში და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საქმეში. გასული 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, გარემონტდა პირველი და მეექვსე სკოლის სპორტული დარბაზები, გარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა №4 და №1 საჯარო სკოლებში, ახალდაბის სკოლაში კი კეთილმოეწყო ინგლისური ენის კაბინეტი.
ტენდერი ჩატარდა და უკვე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს №6 საჯარო სკოლაში გარე-სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0