ბესიკ ამირანაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს შეხვდა

22/09/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს ჯონ პენელს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონის მასშტაბით USAID-ის პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებზე. მხარეები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და რეგიონში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამების დაწყების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0