ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

22/08/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.
სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარება აღმოუჩინა აზერბაიჯანმა და თურქეთმა. სამუშაოებში ჩართულია 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს და სპეციალურ სახანძრო თვითმფრინავს გამოაგზავნის. თავად თურქეთში ხანძრებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მიუხედავად დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ქართულ მხარეს სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო ტექნიკით ასევე დაეხმარება სომხეთი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0