გიორგი დოხტურიშვილი გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

23/03/2023

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 კილომეტრამდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მოინახულეს. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. პროექტები ფინანსდება როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ჯამში 2 მილიონამდე ლარი შეადგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0