გიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი მიიღო

18/07/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი მიიღო.
არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური პროექტების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0