გუბერნატორი ნიკორწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

02/02/2018

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიკორწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოისმინა ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. გუბერნატორმა გააცნო პედაგოგებს მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და გამოთქვა ინიციატივა დაიგეგმოს პერიოდული შეხვედრები სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სკოლიდან წარმოდგენილ ახალგაზრდებს შორის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ ისაუბრონ პრობლემატურ საკითხებზე, გაეცნონ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და პირადად მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0