დავით ზალკალიანი ვენაში უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

27/06/2017

ქ. ვენაში მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ფორმატს, სადაც ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ და აფასებენ ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს. დავით ზალკალიანი ისაუბრებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0