დმანისში “ექვთიმე ღვთისკაცი”- ს კინოჩვენება გაიმართა

05/02/2018

დმანისში ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი”-ს კინოჩვენება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელის” ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ “ექვთიმე ღვთისკაცის” შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ “კულტურისა და ხელოვნების ცენტრში” გაიმართა ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი”-ს კინოჩვენება. მწარმოებელი კომპანია – “დაკარგული ლეგენდები”. კინოჩვენებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი და დაინტერესებული საზოგადოება.

“ასეთი მოვლენა, ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანზე, ფილმის პრეზენტაცია ძალიან დიდი პატივია დმანისისათვის და დმანისელებისათვის – უმასპინძლოს საქართველოს ისტორიამ (დმანისმა) საქართველოს ისტორიას (ექვთიმე ღვთისკაცს)” – აღნიშნა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0