ზაზა ურუშაძე ლესის მოსახლეობას შეხვდა

12/05/2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თავდაპირველად გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ ისაუბრა. შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ის საკითხები მიმოიხილა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. 2013-2016 წლებში ლესაში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორცილედა. მოეწყო ხიდები, მილხიდები, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, გაკეთდა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები, შეიღობა საყანე ფართობები. სულ 2013-2016 წლებში ლესაში 1 153062,7 ლარია დახარჯული. ამჟამად ლესაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც აგვისტოში დასრულდება. ახალი, 2017-2018 სასწავლო წლიდან აღსაზრდელები ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღში გააგრძელებენ სწავლას. სამუშაოებს შპს „დამბა“ აწარმოებს, რისთვისაც 449 381 ლარი დაიხარჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაისვა სხვადასხვა საკითხები მათ შორის აზიურ ფაროსანთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო ჭანტურიასა და ირაკლი ზოიძის ოჯახები მოინახულა. ოჯახებში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, მათ გამგებელმა ტკბილეული და სხვადასხვა სანოვაგე გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0