ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალს „სულიკო 2017“ – ს უმასპინძლებს

12/10/2017

14 ოქტომბერს, ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალს „სულიკო 2017“ – ს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც „ვარინკობის“ სახელითაა ცნობილი, ტრადიციულად ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე 14 საათზე გაიმართება. (ცუდი ამინდის შემთხვევაში უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში). ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ. ღონისძიებას პროფესიონალი ჟიურის წევრები შეაფასებენ. კულტურულ მემკვიდრეობათა შორის, გამორჩეული სახალხო დღესასწაული „სულიკო“ 80 – იანი წლებიდან იღებს სათავეს. ცხრაწყაროს ღია თეატრონი მუსიკალურ კოლექტივებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხედან წლების განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალი 2007 წლიდან განახლდა. „ვარინკობის“ დღესასწაული აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0