ზღვაში შესვლა უკვე უსაფრთხო და დასაშვებია

31/07/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმები აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა უკვე უსაფრთხო და დასაშვებია. შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, 4-5 ბალიანი შტორმის პირობებში, საქართველოს, აშშ-ს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის 46 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 7 წლის გოგონა იყო. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველების ეფექტური, ოპერატიული და მობილიზებული მუშაობის შედეგად, შავ ზღვაზე შტორმის დროს, არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0