ირაკლი ბერაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

24/02/2024

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე და ნატო-სა და ევროკავშირში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0