ირაკლი კობახიძე აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა

22/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის განაგრძობს. ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, მორიგი შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან გამართა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ტურიზმს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0