კომერციული პალატების შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

20/12/2017

თეა წულუკიანმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენ ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე. ერთ-ერთ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას − და ეს არის თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავს. ჩვენ ვფიქრობთ საერთო სასამართლოსთან ერთად, რომ კომერციული პალატები შეიქმნას არა სადმე გარეთ, პარალელური სისტემის სახით, არამედ საერთო სასამართლოების სისტემაში. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან კარგად ინვესტორთა საბჭოსთან, ევროპულ ბანკსა და სხვა დონორებთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ ევროპული სტანდარტის კომერციული პალატები გვქონდეს და ბიზნესსექტორს მიეცეს ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის საშუალება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0