ლენტეხში, ღია შეხვედრების ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

16/11/2019

ლენტეხში, ღია შეხვედრების ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სოფლების:რცხმელურის, გვიმბრალას, ყვედრიშისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის პრობლემები და შიდა სასოფლო გზები დაასახელა,მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით წყალსადენების მოწყობა მიმდინარეობს, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია კი მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

“ღია შეხვედრების ფარგლებში დღეს დასკვნითი შეხვედრები გვქონდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობას გავაცანით სახელმწიფოს ხედვები, მთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით, მოვისმინეთ არსებული პრობლემები, დავსახეთ მათი გადაწყვეტის გზები. გამოიკვეთა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები. მნიშვნელოვნადაა მოსაწესრიგებელი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაც. ეს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სტიქიური მოვლენების სიხშირით. გასულ წელს, სახელმწიფომ ამ მიმართულებით 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, გზების და ხიდების აღდგენა მოხდა მყისიერად. მომავალ წელსაც გავაგრძელებთ დარჩენილ სამუშაოებს. ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს შემდეგ წლებში ასახვას პოვებს ბიუჯეტში“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0