მაკა ჩიჩუამ საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი მოინახულა

06/10/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“ ბავშვთა განყოფილებას ეწვია და დაშავებული ბავშვი მოინახულა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
მაკა ჩიჩუას კლინიკაში გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ უმასპინძლა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა განყოფილებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საკმაოდ ტრავმული ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან.
მინდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ყველანი, რომ ისეთ სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიც არის საბავშვო ბაღი, ნაკლებად ხდებოდეს ასეთი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ბავშვი ასე მარტივად არ ვარდებოდეს ფანჯრიდან“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
პირველი ლედი ბავშვის დედას და მკურნალ პედიატრსაც გაესაუბრა. როგორც პედიატრმა აღნიშნა, მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში მისი სახლში გაწერა იქნება შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0