მერაბ მალანიამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

14/09/2017

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ გახსნა. “საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის სფეროში სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას და, ამავდროულად, რისკების შემცირების ძირითად ინსტრუმენტს ადრეული გაფრთხილების სისტემების შემუშავება წარმოადგენს. აღნიშნული სისტემის გზით შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება და საგანგებო სიტუაციების შედეგად გამოწვეული ადამიანური, ფინანსური და მატერიალური ზარალის შემცირება. ასეთი ფორმატის კონფერენციები საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიღწევები და გავიზიაროთ მათი წარმატებული გამოცდილება“, – განაცხადა მერაბ მალანიამ. შეხვედრას, საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ფრანგი, პოლონელი და ავსტრიელი ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის TAIEX-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0