მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია დაიწყო

08/09/2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს . სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“.
მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.
სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ამავდროულად დაათვალიერეს მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0