მიხეილ გიორგაძემ მოლდოველ კოლეგას უმასპინძლა

28/11/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მოლდოვის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მონიკა ბაბუკს უმასპინძლეს.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის, კულტურის სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს – მათ შორის თეატრის, კინოს, მუსიკის, ძეგლთა დაცვის, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სხვა. ორივე მინისტრმა ხაზი გაუსვა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მნიშვნელობას და ამ სფეროში ქვეყნებს შორის თანამაშომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
საქართველოსა და მოლდოვის კულტურის მინისტრების გადაწყვეტილებით, ასევე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განსაზღვარვენ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროს პრიორიტეტულ მიმართულებებს და განიხილავენ, ამ მიმართულებებით, თანამშრომლობის მექანიზმებს. სამუშაო ჯგუფებს მოლდოვისა და საქართველოს კულტურის მინისტრების მოადგილეები უხელმძღვანელებენ.
აღსანიშნავია, რომ 29 ნოემბერს, საქართველოსა და მოლდოვას კულტურის მინისტრებს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0