პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

27/04/2021

სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ახალი 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” შესახებ, აღნიშნა, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას და თითოეული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას მისცემს ახალ შესაძლებლობებს. სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სამხარეო სამსახურების უფროსების მხრიდან ინფორმაცია სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულებები. სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები. ასევე განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხი და კლინიკებში არსებული ვითარება. შეხვედრა რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0