პრეზიდენტის გამოსვლა პესიმისტური იყო

07/04/2017

პრეზიდენტის გამოსვლა უფრო პესიმისტური იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
ძიძიგურის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა დაბალანსებული არ იყო და ის ძირითადად მუქ ფერებში ხატავდა სურათს.
“პრეზიდენტის გამოსვლა უფრო პესიმისტური იყო. თუ რამე კარგი ხდება ამ ქვეყანაში, დღეს პრეზიდენტის გამოსვლისთვის, რომ მოგვესმინა, ვერ გაიგებდი. ზრდა გვაქვს ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობის მიმართულებაში მშვენიერი და პოზიტიური პროგრამები ხორციელდება. ასევე კარგი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მიმართულებით. მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმა საერთოდ ნახსენები არ იყო. პრეზიდენტის გამოსვლა დაბალანსებული არ იყო, ის უფრო მუქ ფერებში ხატავს სურათს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0