პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა გაიმართა

24/03/2017

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სხდომას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები და კოლეგა სამინისტოროების წარმომადგენლები. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.
ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი (პროექტი); სექტორული საბჭოების განვითარების კონცეფცია (პროექტი); ახალი თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხი; წლის განმავლობაში დაგეგმილი ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომების გეგმა.
პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს მუშაობა მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან, პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პორცესში სოციალური პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0