რუსთავის მერი მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

09/12/2017

რუსთავის მერი მე-19 მიკრორაიონის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო უბანში არსებულ პრობლემებს, გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მათ შეხვედრაზე დასმული საკითხების მოგვარებას დაპირდა.
მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობამ ქალაქის მერისგან შიდა ეზოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწესრიგება, შიდა საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტების დარეგულირება, ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის მოწყობა და მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემის შეკეთება მოითხოვა.
შეხვედრას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე გოჩა ლორია და დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჯღარკავაც დაესწრო.
მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და რუსთავის მერი ადგილზე გაეცნობა ქალაქის სხვადასხვა უბნის პრობლემებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0