საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა

12/09/2017

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა სტაბილურით შეაფასა.
ამ დროისთვის, Moody’s-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში (Standard & Poor’s; Fitch) უკავია.
სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (Ba3) ბოლოს 7 წლის წინ გააუმჯობესა.
მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების ძირითადი ფაქტორებად
2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინსტიტუციური სიძლიერე დასახელდა.
Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა – მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იმყოფებოდა.
სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს – ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს.
დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები განხილულია, როგორც საკრედიტო მდგომარეობის პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0