სემეკმა მოქალაქეებს 174 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

07/09/2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმრავლესობა, 130 საკითხი, შეეხებოდა მოქალაქეების ხანდაზმულ დავალიანებებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ , სს „თელასის“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ. კომისიამ მომხმარებელთა საჩივრები დააკმაყოფილა და ჯამში მოქალაქეებს კომპანიების მიერ დარიცხული 174 439.01 ლარი ჩამოაწერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0