სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

05/07/2017

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 45-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ცენტრის გახსნას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თემურ ჭკუასელი, ანტიგუას და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ახალი ტექნოლოგიების მინისტრი ნიკოლასი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფელ კოხნარის მაცხოვრებლები. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კოხნარის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე ბურნათის, წიფნარის, ქვემო და ზემო ხეთის, ნაკადულის, ჩომეთის და სხვა სოფლების 5 000-მდე მოსახლე ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი, ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის ყველა სერვისის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება. საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ შორის, პენსიის მიღება) სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა. შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0