სურსათის ეროვნული სააგენტო 22-28 მაისის სახელმწიფო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

30/05/2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 211 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 59 ბიზნესოპერატორი; ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 46 ნიმუში/სინჯი. დოკუმენტურად შემოწმდა 190 ობიექტი (36 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, აგრარული ბაზრები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები, სასაწყობე მეურნეობა, მარკეტები.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 36 მეწარმე, მათ შორის, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდა 1 სუბიექტი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 5 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0