ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო.

02/03/2016

ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგება.
ამ ეტაპისთვის „ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით ზღვის სანაპირო ზოლზე დაზიანებული ფილებისა და ბორდიულების სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, ასევე წესრიგდება სკვერები და პარკები, მწვანე ზოლებში იჭრება ზეხმელი ხეები.
გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურების ორგანიზებით პერიოდულად ეწყობა დასუფთავებისა და გამწვანების აქციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0