უჩამბის ხეობაში ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

11/07/2016

უჩამბის ხეობაში სტიქიის შედეგად წაღებული ხიდის აღდგენა დაიწყო. შუახევის გამგგებლის ინფორმაციით მოსახლეობას დღის ბოლოსთვის დროებითი ხიდით სარგებლობა შეეძლება, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სოფელში კაპიტალური ხიდის ასაშენებლად თანხის გამოყოფის მოთხოვნით აჭარის მთავრობას უკვე მიმართეს.
სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ასრულებს, ადგილზე 4 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამუშაოებში ჩართულია ასევე ,,შუახევჰესის” მშენებელი კომპანია ,,აგე ბათუმის” ტექნიკაც.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი შუახევის მუნიციპალიტეტში ჯამში 107 ათას ლარს შეადგენს. ტარიელ ებრალიძის განცხადებით თანხის ნაწილი ადგილობრივი გამგეობის სარეზერვო ფონდიდან, ნაწილი კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0