ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ბორჯომში გადააბრძანეს

22/12/2017

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზესტაფონიდან დღეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გადააბრძანეს. ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, სასულიერო პირებთან ერთად, პარაკლისი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. წმინდა ნაწილებს თაყვანი სცა და პარაკლისს დაესწრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაზე. სიწმინდე, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში 19 დეკემბერს ჩამოაბრძანეს. მრევლს ოთხი დღის განმავლობაში ჰქონდა სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ლოცვა – კურთხევით მთელი საქართველო მოიარა. სიწმინდე საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0