შალვა კერესელიძე, ახალი ტონჩისა და გრემისხევის მოსახლეობას შეხვდა

04/05/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – მჭედლიანთკარისა და ახალი ტონჩის და გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. მხარის რწმუნებული სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო, მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები მოისმინა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. შალვა კერესელიძე ადგილობრივებს მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზეც ესაუბრა. უახლოეს პერიოდში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყება. იგეგმება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 130 000 ლარს აჭარბებს. შალვა კერესელიძე სოფელ მიქელიანში არსებულ საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღსაც ესტუმრა და პერსონალს გაესაუბრა. მიქელიანის საბავშვო ბაღი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ სრულად ფინანსდება და მასში სკოლამდელ განათლებას, ამ ეტაპზე, 14 აღსაზრდელი იღებს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობასთან აქტიურად თანამშრომლობს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0