შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება რეგიონში

20/04/2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბატონი გოჩა ზეიკიძე შეხვდა აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების ქვეყნების შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროექტის კოორდინატორს რაგნარ სილს, ეროვნულ კოორდინატორს გიორგი რაზმაძეს და პროგრამის ექსპერტს ზვიად მჭედლიშვილს. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზაზა მაღალაშვილი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მცხეთა-მთიანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიების პროექტის კონკურსში გამარჯვების მნიშვნელობას როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. მონაწილეებმა მიმოიხილეს საკითხთა ფართო წრე: მათ შორის არსებული რესურსებისა და პოტენციალის რაციონალური გამოყენება, ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომით რეგიონის კულტურული განვითარების პერსპექტივა. განსაკუთრებული აქცენტი კულტურული ობიექტების გამოცოცხლებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და კულტურის, როგორც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს პოტენციალზე გაკეთდა. ბატონმა სილმა აღნიშნა, რომ სავსებით დარწმუნდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის სისწორეში, რომლის თანახმადაც მცხეთა-მთიანეთი შემოქმედებითი ინდუსტრიების პროექტის საპილოტე რეგიონი და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების პოტენციური ცენტრი გახდა. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს მცხეთის თეატრონის ტერიტორია და მშენებარე კულტურის სახლი, იმსჯელეს აღნიშნული ობიექტების მნიშვნელობასა და რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში მათი ჩართვის შესაძლებლობებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0