შუახევის მაღალმთიან სოფლებში წყალსადენის მშენებლობა დასრულდა

24/10/2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში წყალსადენის პროექტი დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ინწკირვეთის, ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების პროექტი დასრულების ეტაპზეა.

„შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში წყალსადენის პროექტი დავათვალიერეთ, რომელიც 500-მდე აბონენტს მოემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა პირდაპირი სარგებელი მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას, რისი მაგალითიცაა აღნიშნული პროექტი, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში განხორციელდა. იმედი მაქვს, სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას წყლით მომარაგების პრობლემა აღარ ექნება” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

21 კილომეტრიანი წყალსადენი აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინასებით აშენდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი, დამონტაჟდა საფილტრე დანადგარები. ამ ეტაპზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მიმდინარეობს მისი სატესტო რეჟიმში შემოწმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0