შუახევში “გომარდულის ფესტივალი” გაიხსნა

26/01/2019

შუახევში “გომარდულის ფესტივალი” გაიხსნა. ღონისძიებისთვის კურორტი სპეციალური დეკორაციებით გაფორმდა, დაინთო კოცონი, მოეწყო გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ბენდებმა „Asea Sool” და “Fourth Season”. სტუმრებს საშუალება ქონდათ ესრიალათ თხილამურებზე, მიერთვათ გლინტვეინი, ჩაი და ყავა.
ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის განვითარების ხედვა წარმოადგინა, რომლის მიზანია გომარდული აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველად ოთხივე სეზონის განმავლობაში.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კურორტზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია, სადაც ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0