2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება

07/05/2017

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება ვებგვერდზე: www.registration.emis.ge
ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან – 1 ივნისის ჩათვლით მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის განხორციელდება, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0