„SOFA“- ევროპული კინოაგენტების ტრეინინგი 2017 წელს საქართველოში ჩატარდება

01/05/2017

2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 2017 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით „SOFA – School of Film Agents – კინოაგენტების სკოლა“ ჩატარდება. SOFA პროფესიული ვორკშოფია, რომელიც ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო აგენტების მოსამზადებლად არის მიმართული.
კინოაგენტი არის ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინოწარმოებასთან და არ გულისხმობს რეჟისურას. მაგალითად, კინოაგენტებში იგულისხმება; კინოდისტრიბუტერები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვენის აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდუსერები, არქივის სპეციალისტები, კინო ინოვაციების მენეჯერები და სხვა.
“SOFA კინო აგენტების სკოლა“ 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილეებს, ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და დახვეწონ თავიანთი საქმიანობა. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილე თავისი აქტივობის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მუნიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინო-პრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, ბელარუსში კინოკანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.
აღნიშნული ვორქშოფის ხელმძღვანელია ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და საქართველოში წარმოებული ფილმების სექციას კურირებს.
პროგრამის „Creative Europe“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისში „SOFA“-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო. ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა პროექტის მონაწილე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს. ამას გარდა, ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება 3 საჯარო ლექცია კინო ინდუსტრიის მომიჯნავე წამყვანი პროფესიონალების ეგიდით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:
1) 02.04.2017 16.45 სთ
SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია თემაზე: როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა – პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება.
ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი)
მოდერატორი: კინოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი
ადგილი: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი
2) 04.04.2017 11.00 სთ
შეხვედრა SOFA კინო-აგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან.
თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16
3) შეხვედრა პეტრი კემპინენთან
თემა: კინო დაფინანსება ევროპაში, განსაკუთრებული აქცენტით დაფინანსების სკანდინავიურ მოდელზე
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის #16
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია “ფილმპლიუსი” (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და თეიქს ფილმი (საქართველო).
პროექტს აფინანსებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის პროგრამა – “შემოქმედებითი ევროპა”, ქალაქ თბილისი მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო “აწარმოე საქართველოში”.
პროექტის პარტნიორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინოკომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი, ისრაელის კინო ფონდი.
„SOFA“-ს ხელმძღვანელობამ მონაწილე ქვეყნების მთავარ პრობლემად არასაკმარისად განვითარებული კინოსექტორი განსაზღვრა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: დისტრიბუცია, საფესტივალო სტრატეგია, სააავტორო ფილმების გავრცელება, საარქივო საქმიანობა და სხვა. სკოლა მიზნად ისახავს, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში, რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას. კინოაგენტების სკოლა ამ პრობლემის მოგვარებას ცალკეული მონაწილე პროექტების განვითარების ხელშეწყობით ცდილობს. შერჩეული მონაწილეები ავითარებენ მათ მიერ განსაზღვრულ პროექტებს: წერენ ბიზნეს-გეგმას, ადარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ჰყავთ ევროპიდან ლიდერი მენტორები და სკოლის შუამდგომლობით პოტენციურ დამფინანსებლებს უკავშირებიდან. მონაწილეების ინოვაციურ პროექტებს აქვთ პოტენციალი რეალური ეფექტი მოახდინონ თავიანთი რეგიონის კინოინდუსტრიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0