იმერეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი შენობები ექნებათ. აღნიშნულის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში უკვე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდება. პროექტი 160 000 ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.
იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ცენტრი აშენდება
18/07/2017