ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ გაიმართა

ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე ავიაშოუ გაიმართა. ბალტიისპირელი პროფესიონალი მფრინავით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა – Baltic Bees რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით შესრულებული საჰაერო-სანახაობრივი მანევრები შეასრულა და ფიგურული ფრენები წარმოადგინა. ავიაშოუს მიზანია საქართველოში საფუძველი ჩაეყაროს ავიაფესტივალს “Fly-Fest-Georgia”. მსგავსი ფესტივალები ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს.

Visited 178 times, 1 visit(s) today